logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატიის ნაწილია, სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა სამართალში
- +

4 ოქტომბერი. 2023. 13:00

 

 

„ზოგადად, საჯარო პირები უნდა იყვნენ კონსტიტუციის დაცვის მაგალითები“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

 

მინისტრმა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

 

„საჯარო პირი კონსტიტუციას საჯაროდ თუ არღვევს, რა თქმა უნდა, ყველამ პასუხისმგებლობაც უნდა გაითავისოს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

რაც შეეხება კითხვას, აისახება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატიის ნაწილია, რადგან სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა სამართალში.

 

„ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ დემოკრატიის ნაწილის აღსრულებაში. ასე რომ, ბევრ ქვეყანაში მათ შორის, ამერიკაშიც რამდენჯერმე ყოფილა დაყენებული პრეზიდენტების იმპიჩმენტის საკითხი და ამას დემოკრატიისთვის ხელი არ შეუშლია“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner