17 ოქტომბერს, ჩვენს ქვეყანაში, ვეტერანის დღე აღინიშნება. ეს დღე, ეკუთვნის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რაც ქვეყნისთვის გაიღეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ყოველწლიურად ატარებს ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც, სამსახური, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობებს, საქველმოქმედო პროექტებს, რომელთა მიზანია, საზოგადოების ფართო ფენების, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა, საზოგადოებაში ვეტერანის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ვიმედოვნებთ, რომ არაერთი ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, თანადგომა გამოხატოს იმ ღირსეული ადამიანებისა და მათი ოჯახების მიმართ, რომელნიც ჩვენს ქვეყანას თავდადებით ემსახურნენ და დღესაც მზად არიან, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვან ჩვენი სამშობლო.
ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიებების თაობაზე, რომელიც მასმედიის საშუალებებით გაშუქდება, წინადადებების შესახებ, გთხოვთ, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@veterans.gov.ge ან დაუკავშირდეთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ცხელ ხაზზე: 2 48 16 26