კენტერბერის არქიეპისკოპოსი ჯასტინ ველბი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ხურვალეთის რაიონში, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთთან იმყოფებოდა. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დიმიტრიოს კარაბალისი მიესალმა არქიეპისკოპოსს და ვიზიტის განმავლობაში მის დელეგაციას შეუერთდა, რა დროსაც ადგილზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ხურვალეთის რაიონში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა არქიეპისკოპოსს მიაწოდეს ინფორმაცია რაიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ. საუბარი შემდეგ შეეხო კონკრეტულ გამოწვევებს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდება, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო.
„ვიზიტის ბოლოს არქიეპისკოპოსმა გამოხატა მადლიერება ინფორმაციულად დახუნძლული ვიზიტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილის გამო“, – აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციაში.