logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სრული ნონსენსი და თავის მოჭრაა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით იურისტები ასეთ გაუგონარ რაღაცებს საუბრობენ
- +

4 ოქტომბერი. 2023. 19:38

 

"სრული ნონსენსია. სტუდენტები უყურებენ ამ ყველაფერს და უბრალოდ თავის მოჭრაა, როდესაც ასეთი ზრდასრული ადამიანები, იურისტები, ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდგომ პრეზიდენტის წარმომადგენლებზე საუბრისას განაცხადა.

 

 

ეს შემაშფოთებელია, გაუგონარი რაღაცებს საუბრობენ. მაგალითად, როცა ვერ არჩევ ერთმანეთისგან სტატუსს და უფლებამოსილებას ეს არის სირცხვილი. ეს იურიდიული თემაც არაა, ეს არის უნარების უმარტივესი ტესტის თემა. ამას არ სჭირდება დიდი იურიდიული მსჯელობა. იმედი მაქვს, რომ არაკეთილსინდისიერებაა პრობლემა და არა არაკომპეტენტურობა, იმიტომ რომ ასეთი არაკომპეტენტურობა არის წარმოუდგენელი და გაუგონარი. გვესმის მათი პოლიტიკური მიკერძოებულობა, თუმცა, ამ მიკერძოებით მაინც ვერ გამართლდება ეს გაუგონარი არაკომპეტენტურობა, რომელსაც ისინი მთელი პროცესის განმავლობაში ავლენენ. 10 წუთი როგორ ვერ უნდა გასცე პასუხი, ეს ვიზიტები სამუშაო ვიზიტები იყო თუ კერძო? გამოიწვია აღშფოთება ასევე იმანაც, რომ ვთხოვე დაედასტურებინათ პრეზიდენტის მიერ ლიეტუვაში ნათქვამი ციტატა, რაზეც აიჭრნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner