logo_geo
eng_logo
სახელმწიფო სტრუქტურები ქართული კინოს მხარდასაჭერად ერთიანდებიან
- +

8 სექტემბერი. 2016. 19:18




9 სექტემბერს, 18:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო სტრუქტურები ქართული კინოს მხარდასაჭერად გაერთიანდებიან.



სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მხარი დაუჭიროს ქართულ კინოს წარმოების პროცესში.



მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი. სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა კინომწარმოებლებს ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით გამარტივებული წესით სარგებლობის საშუალებას მისცემს. მემორანდუმის შედეგად, მხარდაჭერით ისარგებლებენ როგორც სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული პროექტები, ასევე დამოუკიდებელი კინომწარმოებლები. მემორანდუმი ხელს შეუწყობს უცხოელი კინომწარმოებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner