logo_geo
eng_logo
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ
- +

4 ოქტომბერი. 2023. 20:38

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ და კომიტეტის წევრმა ვლადიმერ კახაძემ შეხვედრა გამართეს საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაცია „გალას“-ს წევრებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართველი და ევროპელი მეცნიერების პარტნიორობისა და საერთო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

 

 

გივი მიქანაძემ ასოციაციის წევრებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, ასოციაციის წევრებმა კანონმდებლებს დარგში არსებული გამოწვევები გააცნეს.

 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა საერთაშორისო საბჭოს (ICLAS) და ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციების ფედერაციის (FELASA) პირველი პირები: პროფესორი კლას აბელსონი, FELASA-ს პრეზიდენტი, პროფესორი ჰანა-მარჟა ვოიპიო, ICLAS-ის ევროპის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე და ამავე კომიტეტის წევრი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მანუელ ბერდოუ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner