დღეს ალბათ პირველი პრეცედენტი მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენლები გაიქცნენ სხდომის დარბაზიდან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადა.
მისივე თქმით, მათ მარტივ კითხვებზე პასუხების გაცემას ვერ გაუძლეს.
„აბსურდია მათი უსუსური მსჯელობა, რომ დააკნინონ კონკრეტული საკითხები. ოფიციალური ვიზიტით პრეზიდენტი რომ ჩადის სხვა ქვეყანაში, ეს ოფიციალური ვიზიტი იყო თუ არა, დასჭირდათ დრო, რა უნდა ეპასუხათ. ბოლოს ისეთ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომ გაიქცნენ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, თუმცა ვერ ასცდებიან ამ პასუხისმგებლობას. ხვალ მოუწევთ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა ან უნდა თქვან, რომ უბრალოდ პასუხი არ აქვთ“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.