კასპის ტექნოპარკში კასპის საჯარო სკოლის 50 მოსწავლეს, რომელთაც 2022-2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს კომპიუტერები გადაეცათ.
კომპიუტერები მოსწავლეებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბიკო აბესაძემ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნათია ილურიძემ გადასცეს.
წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ, რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების
გაძლიერება.
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ წარჩინებულ მოსწავლეებს მიულოცა დამსახურებული ჯილდო და წარმატებები უსურვა სწავლის შემდგომ საფეხურზეც.