logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა ცალსახად დაარღვია კონსტიტუცია და იმის ნაცვლად, რომ სამართლებრივი არგუმენტი მოიტანონ, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ და თანაც არასერიოზულ განცხადებებს
- +

5 ოქტომბერი. 2023. 00:19

"ძალიან ბევრ საპარლამენტო მოწყობის ქვეყანას ჰყავს პრეზიდენიტი, რომელსაც აქვს შეზღუდული უფლებამოსილება, პასუხისმგებლობა, მაგრამ პირდაპირი წესით ირჩევს ხალხი. ანუ, რას ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები საპარლამენტო ქვეყნები არ არიან? აბსოლუტურად არასწორი შეხედულებაა. რაიმე მუხლი, დათქმა ამ კონსტიტუციაში არ არის ისეთი, რომ პრეზიდენტს რომ ახალი წესით აირჩევ, მის უფლებამოსილებაში, სტატუსში რაიმე შეიცვლება, "- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

 

„ადამიანმა [სალომე ზურაბიშვილი] ცალსახად დაარღვია კონსტიტუცია და იმის ნაცვლად, რომ საწინააღმდეგო სამართლებრივი არგუმენტი მოიტანონ, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ და თანაც არასერიოზულ განცხადებებს. ისრაელის პრეზიდენტს იმ გამოწვევების გამო, რაც ამ სახელმწიფოს აქვს, კონსტიტუციის მიხედვით, საერთოდ აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა მთავრობის ნებართვის გარეშე, არათუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. ეს არადემოკრატიულად, ტყვეობად არავის შეუფასებია და მოწონებულია ისრაელის კონსტიტუცია, როგორც ერთ-ერთი კარგი კონსტიტუცია. იმიტომ წერია ეს, რომ ქვეყნის წინაშე იმხელა გამოწვევებია, რომ ნებისმიერი კომუნიკაცია ქვეყნის გარეთ მთავრობის პოზიციასთან შეუთანხმებლად შესაძლებელია დამაზიანებელი იყოს“, - განმარტა მდინარაძემ.

 

 

მან ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტის მხრიდან საზღვარგარეთ უნებართვოდ განხორციელებულ სხვა ვიზიტებს.

 

 

„მთავრობას კომპეტენციასთან, უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ასეთ საკითხებზე არ ჰქონია პრეტენზია მანამ, სანამ სისტემატური ხასიათი არ მიიღო. [პრეზიდენტი] არ ნიშნავდა [ელჩებს], არ აწერდა ხელს, 10 ელჩი არ დანიშნა და უკვე პარტნიორ ქვეყნებთან გვექმნებოდა სერიოზული უხერხულობა. როდესაც ათჯერ მითითებული იქნა, რომ მას შესაბამისი კომპეტენცია არ ჰქონდა ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით, ასევე ამ შემთხვევაში, სანამ წითელ ხაზამდე არ მივიდა პროცესები, მანამდე არ ჩაითვალა ისეთ სერიოზულ დარღვევად, რომ იმპიჩმენტამდე მისულიყო“, - აღნიშნა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner