logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ჩვენ შარშანაც ვთქვით, რომ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი. დავაფიქსირეთ სამართლებრივი დარღვევა, მაგრამ ამის თანმდევი, პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ არ ვიმსჯელეთ
- +

5 ოქტომბერი. 2023. 00:21

"ჩვენ შარშანაც ვთქვით, რომ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი. დავაფიქსირეთ სამართლებრივი დარღვევა, მაგრამ ამის თანმდევი, პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ არ ვიმსჯელეთ, "- ამის თაობაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, რუბიკონი, წითელი ზღვარი, ყველაფერი გადაილახა და საფრთხეც გაცილებით მეტი იყო, სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი.

 

 

„ჩვენ შარშანაც ვთქვით, ბრიფინგი ჩავატარეთ, რომ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი. კონსტიტუციის დარღვევა ეს არის უხეში სამართლებრივი აქტი, მოქმედებაში გამოხატული და მეორეა იმპიჩმენტის საკითხის დაყენება, რომელიც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე არ მივედით, ჩვენ დავაფიქსირეთ სამართლებრივი დარღვევა, მაგრამ ამის თანმდევი, პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ არ ვიმსჯელეთ. რუბიკონი, წითელი ზღვარი, ყველაფერი გადაილახა და საფრთხეც გაცილებით მეტი იყო, სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი. 26-მა მაისმა რა გამოაჩინა იცით, საგარეო კურსთან დაკავშირებით პრეზიდენტის აბსოლუტურად აცდენილი წარმოდგენა თუ შეგნებულად გაკეთებული განცხადებები. ბოდიშის მოხდა, რამდენად უხეში აქტია მისი მხრიდან. დამოუკიდებლობის დღეზე ბოდიშის მოხდა გარდაცვლილი გმირებისა და მათი ოჯახებისთვის, მთავრობის პოლიტიკური კურსის გამო. ის ბოდიშს უხდის გარდაცვლილი გმირების ოჯახებს მთავრობის პოლიტიკის გამო და მას მთავრობამ უნდა გადასცეს საკუთარი უფლებამოსილება, რომ მის მაგივრად წარმოადგინოს უცხოეთში საქართველოს პოზიცია?! და რატომ არ აკეთებს ამას მთავრობა?!“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner