"საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების შედეგი რა არის, ეს უნდა ვნახოთ შემოდგომაზე, როდესაც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ ან ვერ მივიღებთ, "- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
„აქ არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ პასუხისმგებლობა ასევე გვაქვს მათ შორის, მოსახლეობის ინფორმირებულობის, კამათის, თუ ამ ქვეყანას ვინმე უსამართლოდ მოექცევა. თუ სამართლიანად მოექცევიან, შედეგი ობიექტური იქნება იმისა, რასაც ქართული სახელმწიფო აკეთებს. პრეზიდენტმა რაც არ უნდა იაროს ან არ იაროს, პასუხისმგებლობა არც ერთ შემთხვევაში არ აქვს“, - აღნიშნა მდინარაძემ.