logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოგვთხოვა, დავაწესოთ სანქციები, რომელიც დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს
- +

5 ოქტომბერი. 2023. 00:23

"ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოგვთხოვა, დავაწესოთ სანქციები, რომელიც დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს," - ამის თაობაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს.

 

 

„პრეზიდენტი შეხვდა ლატვიის პრეზიდენტს, გამოვიდა ლატვიის პრეზიდენტი და რაც მანამდე არ გაუხმოვანებია იმ სახელმწიფოს წარმომადგენელს, მან თქვა რომ საქართველომ უნდა დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კი არ შეუერთდეს სანქციებს, არამედ დააწესოსო. ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოგვთხოვა, დავაწესოთ სანქციები, რომელიც დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს. ეს ზიანი ყველაზე რბილი დათვლით შეიძლება იყოს 10% და ყველაზე ცუდი დათვლით ეს შეიძლება 16-18%-საც კი გასცდეს. ეს იყო შედეგი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner