logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციაში ასე გამიჯნული რომაა პრეზიდენტის სტატუსი და კომპეტენცია და ამაზე ასე თავისუფლად ვსაუბრობთ, ეს ირაკლი კობახიძის დამსახურებაა - მეორე მხრიდან არგუმენტები ვერ იქნება, რადგან დარღვევა აშკარაა
- +

5 ოქტომბერი. 2023. 00:24

"ის რაზეც ჩვენ ვდავობთ საკონსტიტუციო სასამართლოში, პრაქტიკულად უდავო ფაქტია," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვაზე საუბრისას განაცხადა.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ მეც იურისტი ვარ, სამართლის დოქტორი ვარ, მაგრამ არ ვარ იმ სფეროს სპეციალისტი, როგორც კი კონსტიტუციასთან დაკავშირებით რაიმე კაზუსის ამოხსნას ვაპირებთ ხოლმე, პირველი ვეკითხებით ირაკლი კობახიძეს. ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი კონსტიტუციონალისტი და ამ თემაში ყველაზე კარგად განსწავლული ირაკლი კობახიძეა. კონსტიტუციაში, რომ ასე გამიჯნულია სტატუსი და კომპეტენცია და ამაზე ასე თავისუფლად ვსაუბრობთ, ეს ხომ ირაკლი კობახიძის დამსახურებაა და მეორე მხრიდან არგუმენტები ვერ იქნება იმდენად აშკარაა და ხელის გულზე დევს დარღვევა. უცხოეთში რომ მიდის პრეზიდენტი და ხვდება სხვა ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელს, ეს რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განხორციელებაა და ამას თანხმობა სჭირდება, ეს უდავოა. თავად საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის 52-ე მუხლზე მიუთითებდა. საქართველოს პრეზიდენტის სიმბოლურ სტატუსში მოტანილ სიტყვებს ეკიდებიან“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner