logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: რომელი აქცია ვერ ჩაატარეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რა პრობლემა შეგექმნათ მშვიდობიანი შეკრების კუთხით? როცა თავდასხმებს გეგმავდით და ძალადობას აქეზებდით, მაგაზე კი შეგექმნათ პრობლემები
- +

5 ოქტომბერი. 2023. 00:47

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წევრებს კითხვით მიმართა და სთხოვა, მოეყვანათ მაგალითი, რომელი მშვიდობიანი აქციის ჩატარებისას შეექმნათ მათ პრობლემა "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში.

 

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობდა, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას სახელმწიფოს მხრიდან პრობლემები მხოლოდ მაშინ შეექმნა, როდესაც ისინი საკანონმდებლო ორგანოსა და ცესკო-ზე თავდასხმებს გეგმავდნენ და აქეზებდნენ.

 

 

"თქვენ რა დემოკრატიასა და რა კარვებზე ლაპარაკობთ, ომბუდსმენი სცემეთ დემონსტრაციის დროს შუა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე და აივნებზე ესროდით ხალხს გაზის ყუმბარებს.

 

 

რომელ აქციაზე გწყდებათ გული, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგალითი რომ მომიყვანოთ, თუ შეიძლება? რომელი აქცია ვერ ჩაატარეთ ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის პერიოდში, სად ვერ შეიკრიბეთ, რა პრობლემა შეგექმნათ მშვიდობიანი შეკრების კუთხით? მაგრამ პრობლემები სერიოზული შეგექმნათ, როცა თავდასხმებს გეგმავდით და ძალადობას აქეზებდით აქ, პარლამენტზე და ცესკოში რომ იჭრებოდით ბიულეტენების გასანადგურებლად, რომ მერე არჩევნები გამქრალად გამოგეცხადებინათ, მაგაზე კი შეგექმნათ პრობლემები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner