logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვინც მხარს არ დაუჭერს და წინააღმდეგი წავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის, ის თანამონაწილე ხდება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის და ეს კარგად უნდა გაითავისოს ყველამ
- +

5 ოქტომბერი. 2023. 00:32

"ვინც მხარს არ დაუჭერს და წინააღმდეგი წავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის, ის თანამონაწილე ხდება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის და ეს კარგად უნდა გაითავისოს ყველამ," - ამის თაობაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, იმპიჩმენტის საკითხზე უმრავლესობას ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მცდელობაც კი არ ჰქონია.

 

 

„ასე რომ კონსტიტუცია წავიკითხოთ, შეიძლება ნახევრად ხუმრობითაც ვთქვათ, სერიოზულადაც, ეს რომ გაიტანონ, ხვალ სტატუსი წაიკითხონ უფლებამოსილებად, მაშინ გვეტყვის, მე ვარ მთავარსარდალი, ახლა ჯარი გამოვიდეს და ომი დავიწყოთ. ეს შეიძლება უტრირებულიც იყოს, გადაჭარბებულიც, მაგრამ თუ აქ რაც წერია, მათ ლოგიკას დავუჯერებთ და ეს უფლებამოსილებას ნიშნავს, მაშინ წერია კონსტიტუციაში, რომ უმაღლესი მთავარსარდალია თავდაცვის ძალების და შეიძლება ხვალ ჯარი გამოიყვანოს და გახსნას მეორე ფრონტი. რაღაცისკენ მიდიან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner