უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე რუსეთი გაზრდის ბირთვული მუქარის რაოდენობას.
"ბირთვული იარაღის დემონსტრირება არის არა სიძლიერის, არამედ სისუსტის დემონსტრირება, რადგან ადგილზე ბრძოლამ და დიპლომატიამ არ მოიტანა ის შედეგი, რომელსაც [რუსები] ელოდნენ. მათ სურდათ ჩვენი დამოუკიდებლობის განადგურება, მაგრამ ბრძოლა ვერ მოიგეს. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, წლის ბოლომდე მეტი ბირთვული მუქარა იქნება", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.