დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ კაცი კაცია, ქალი - ქალი და ადამიანები არ უნდა აიძულონ დაიჯერონ, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ ნებისმიერი სქესის, რომელიც სურთ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Independent-ი ავრცელებს.
კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ კაცი კაცია, ხოლო ქალი - ქალი და ეს უბრალოდ საღი აზრია.
"მშობლებისთვის საკამათო არ უნდა იყოს იმის ცოდნა, თუ რას ასწავლიან მათ შვილებს სკოლაში ურთიერთობების შესახებ. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როდის საუბრობენ საავადმყოფოებში მამაკაცებზე ან ქალებზე. ჩვენ არ უნდა გვაიძულონ იმის დაჯერება, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ნებისმიერი სექსის, როგორიც უნდათ. მათ [ეს] არ შეუძლიათ. კაცი კაცია და ქალი - ქალი და ეს უბრალოდ საღი აზრია", - დასძინა მან.