უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერა.
"აშშ ერთ-ერთი ლიდერია უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის კუთხით, დემოკრატიის დაცვაში. მე ვგრძნობ, რომ აშშ-ში არის [უკრაინის] მხარდაჭერა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ Sky TG24-თან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის "თეთრი სახლის 100%-იანი მხარდაჭერა" და "დიდი მხარდაჭერა კონგრესში".
ზელენსკის თქმით, მას მიაჩნია, რომ რუსეთი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო, ამიტომ მხარდაჭერის შეჩერება ან ბრძოლის გაყინულ კონფლიქტად გადაქცევა აგრესორის დახმარებას ნიშნავს.