logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერა
- +

5 ოქტომბერი. 2023. 01:47

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერა.

 

 

"აშშ ერთ-ერთი ლიდერია უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის კუთხით, დემოკრატიის დაცვაში. მე ვგრძნობ, რომ აშშ-ში არის [უკრაინის] მხარდაჭერა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ Sky TG24-თან ინტერვიუში.

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის "თეთრი სახლის 100%-იანი მხარდაჭერა" და "დიდი მხარდაჭერა კონგრესში".

 

 

ზელენსკის თქმით, მას მიაჩნია, რომ რუსეთი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო, ამიტომ მხარდაჭერის შეჩერება ან ბრძოლის გაყინულ კონფლიქტად გადაქცევა აგრესორის დახმარებას ნიშნავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner