logo_geo
eng_logo
CNN: წარმომადგენელთა პალატაში შექმნილი ქაოსის ფონზე ბაიდენი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის დახმარების მომავალთან დაკავშირებით
- +

5 ოქტომბერი. 2023. 01:18

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში შექმნილი ქაოსის ფონზე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის დახმარების მომავალთან დაკავშირებით.

 

 

კითხვაზე - შეშფოთებულია თუ არა ის, რომ შეერთებული შტატები ვერ შეძლებს უკრაინისათვის დაპირებული დახმარების მიწოდებას კაპიტოლიუმის ბორცვზე შექმნილი ქაოსის გამო - ბაიდენმა უპასუხა:

 

 

ეს მაშფოთებს, მაგრამ ვიცი, რომ ორივე პარტიაში წარმომადგენელთა პალატასა და სენატში არის უმრავლესობა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის დაფინანსებას.

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენა. მაკარტის გადაყენების ინიციატივით "რესპუბლიკელი" კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა, რომელიც უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი თანაპარტიელი კომპრომისზე წავიდა "დემოკრატებთან" და უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის მიღება, რათა თავიდან აეცილებინა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება. მან ასევე დაადანაშაულა მაკარტი იმაში, რომ თითქოს ის დათანხმდა საიდუმლო გარიგებას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უკრაინის დასაფინანსებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner