logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: გამოვიდეს ქალბატონი სანდრა და აღიაროს, რომ…
- +

8 სექტემბერი. 2016. 20:43


 

 

„არცერთი აღიარება „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დღეს არ გაგვიგია, ისევ ძალადობენ და ისევ სიცრუეზე არის მათი იდეოლოგია დაფუძნებული", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა. მისი თქმით, მონანიება იქნება ის, როცა „ნაციონალური მოძრაობა" აღიარებს იმ შეცდომებს, რაც ჩაიდინა.

 

„ვერ ვნახე „ნაციონალური მოძრაობის" გულწრფელი მონანიება. მონანიება იქნება მაშინ, როცა ისინი აღიარებენ კონკრეტულ დანაშაულებს. მე მათგან ამგვარი აღიარებები არ მომისმენია. სანდრა რულოვსმაც ზოგადად განაცხადა, რომ ისინი შეცდომებს აღარ გაიმეორებდნენ. რომელ გადაცდომებზე და შეცდომებზეა საუბარი, ახალგაზრდა ბიჭები რომ ჩახოცეს? პატიმრებს რომ იჭერდნენ და უდანაშაულო ხალხს აწამებდნენ? ჯერ უნდა აღიარონ დანაშაული, ბოდიში მოიხადონ და მერე უნდა თქვან, აღარ გავაკეთებთ მეტსო. ახალაიას და მერაბიშვილს ისევ რომ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ, ეს ხალხი აღიარებს დანაშაულს? გამოვიდეს ქალბატონი სანდრა და თქვას, პოლიტპატიმრები არიან ისინი თუ მათ დანაშაული ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე. აღიარონ, რომ ახალაია სამართლიანად არის დაპატიმრებული, მერაბიშვილი სწორად ზის ციხეში, რომ 26 მაისს ასეთი დარღვევები არ უნდა ყოფილიყო, 7 ნოემბერი ასეთი არ უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არცერთი აღიარება მათი მხრიდან დღეს არ გაგვიგია, ისევ ძალადობენ და ისევ სიცრუეზე არის მათი იდეოლოგია დაფუძნებული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner