„გასაგებია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თვითონ აქვს არაერთხელ აღიარებული, როგორც პირდაპირ ეთერებში, ისე იმ წერილებსა და თხოვნებში, რომელიც მთავრობის მისამართით არის გაგზავნილი“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტის წარმომადგენლები უსუსური არგუმენტებით ცდილობენ, დაიცვან ის პოზიციები, რომლებიც სინამდვილეში პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტისთვის არის ცალსახა და გასაგები. გასაგებია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თვითონ აქვს არაერთხელ აღიარებული, როგორც პირდაპირ ეთერებში, ისე იმ წერილებსა და თხოვნებში, რომელიც მთავრობის მისამართით არის გაგზავნილი. ასე რომ, აქ რეალურად დიდი არაფერია გასარკვევი. ჩვენ დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას და შემდეგომ უკვე გაგრძელდება პროცესი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.