„ხვიჩიას სარწმუნო მოსაზრება, რომ იმპიჩმენტის წარმატებული დაგვირგვინების მიზნით, ოცნება აპირებს ნაცების „საროსკიპოს“ დაფინანსებას, გამომდინარეობს მხოლოდ მისი დახარვეზებული მორალით გამოწვეული ავადმყოფური ბოდვითი აშლილობიდან, რომელსაც ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, მაქსიმალური ლმობიერებით უნდა მოვეკიდოთ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ხვიჩია კოლეგა-დეპუტატებს მეძავებად განიხილავს და ამასთან, ამ მეძავებს „ნაცმოძრაობის“ რიგებში ეძებს.
„სუტენიორი - ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული სარფიანი პოზიცია. მას იკავებენ ფულის სუნზე დაგეშილი და პოლიტიკას ამოფარებული ავანტურისტები, რომლებიც მაგალითად ახალგაზრდების გან-სამშობლოებაზე დაფუძნებულ პარტიულ ფინანსურ პირამიდებს აგებდნენ, როდესაც 30 „ვერცხლად“ მათ კარდინალების ტიტულებს ურიგებდნენ, ქვეყნის დაცვაზე უარის თქმის ფასად.
დღეს სამშობლოს დაცვის სისტემაში „დეკარდინალიზაციის“ პროცესების შემომღებ ხელისუფლებაზე განაწყენებული ერთ-ერთი ასეთი „სუტენიორი“ იაგო ხვიჩია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიცირებას განიხილავს თავისთვის ყველაზე გასაგებ კატეგორიაში: თურმე რამდენ „მეძავ“ დეპუტატისთვის აპირებს „ოცნება“ ფულის გადახდას.
აქ ყველაფერია „შესანიშნავი“: ის, რომ თავის კოლეგა-დეპუტატებს ხვიჩია „მეძავებად“ განიხილავს და ისიც, რომ ამ „მეძავებს“ მაინცდამაინც „ნაცმოძრაობის“ რიგებში ეძებს. ერთ რამეში უშვებს შეცდომას ხვიჩია - „ოცნება“ როსკიპებში ფულის გადახდის მანკიერ პრაქტიკას შეეშვა. მისთვის ისიც კმარა, რომ თავის დროზე სწორედ მის მიერ მსგავსი დაფინანსებული „მეძავებით“ გაივსო დღეს ხვიჩიასთვის ესოდენ მშობლიური ოპოზიციური სპექტრი.
ხვიჩიას რომ არა „სუტენიორის“, არამედ პოლიტიკოსის მსოფლმხედველობა ჰქონოდა, ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა, მისთვის აგვეხსნა, რას წარმოადგენს კონსტიტუციის უზენაესობა, რა არის მისი დარღვევისათვის გარდაუვალი ანგარიშგება, რას ნიშნავს ამ დანაშაულის გამო პრეცედენტის შექმნა, განურჩევლად იმისა, პრეზიდენტი არღვევს ქვეყნის ძირითად კანონს თუ რიგითი მოქალაქე.
„ოცნება“, რომელმაც პროცესის ინიცირებისთანავე მშვენივრად იცოდა საიმპიჩმენტოდ აუცილებელი 100 ხმის შეგროვების პრობლემატურობის შესახებ, ვერანაირად ვერ გაიხდის თავს სასაცილოდ, როგორც ამას ხვიჩია ვარაუდობს, რომლის პოლიტიკურმა ჯგუფმა კი პირიქით, არაერთგზის ჩაიგდო თავი კომიკურ სიტუაციაში. ხვიჩიას სარწმუნო მოსაზრება, რომ იმპიჩმენტის წარმატებული დაგვირგვინების მიზნით, „ოცნება“ აპირებს ნაცების „საროსკიპოს“ დაფინანსებას, გამომდინარეობს მხოლოდ მისი დახარვეზებული მორალით გამოწვეული ავადმყოფური ბოდვითი აშლილობიდან, რომელსაც ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, მაქსიმალური ლმობიერებით უნდა მოვეკიდოთ“, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.