„არის ძალიან მსუყე არგუმენტები, კონკრეტული ფაქტები, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
„არგუმენტის ნაწილიც კი არ არის ხელმოსაჭიდი პრეზიდენტის წარმომადგენლების მხარეს მაშინ, როდესაც არის ძალიან მსუყე არგუმენტები, კონკრეტული ფაქტები, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. ამიტომ, მოლოდინი გვაქვს ის, რითაც თავიდანვე დავიწყეთ ეს პროცესი, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.