logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნის მომავალზე
- +

5 ოქტომბერი. 2023. 10:25

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ იმპიჩმენტი შედეგით არ დასრულდება, დასკვნას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნის მომავალზე. 

 

იმპიჩმენტი თუ არ დასრულდება შედეგით, ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ამ დასკვნას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ის ადამიანები, ვინც წარმოადგენენ პარლამენტის ინტერესებს, არიან აბსოლუტურად ზუსტად მომზადებული, ძალიან კვალიფიციური ადამიანები. ხედავთ, რომ არგუმენტებს წარადგენენ საზოგადოებისთვის გასაგებად. გვჯერა, რომ ეს არგუმენტები იქნება გაზიარებული, თუმცა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner