logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: გაზრდილი საბიუჯეტო თანხები თანაბრად ნაწილდება ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რაც მნიშვნელოვანია, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, ასევე ქვეყანაში სოციალური პროგრამების განსახორციელებლად
- +

5 ოქტომბერი. 2023. 10:35

 

 

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე გააცნობს. თითქმის 22 მილიარდიანი ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით იზრდება. თანხა ხელფასების ზრდას, პროექტების დაფინანსებას, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებებს მოხმარდება. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 5%-ის ნაცვლად 6.5%-ია.

 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. იგი იწვევს პენსიების, ხელფასების ზრდას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური დახმარების პაკეტები. აღნიშნული ფაქტი საშუალებას გვაძლევს უფრო მეტი თანხები მივმართოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. შეიძლება ითქვას, რომ თანხები თანაბრად ნაწილდება ყველა იმ ძირითადი მიმართულების გასაძლიერებლად, პროგრამების გასაფართოებლად, რაც მნიშვნელოვანია, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ასევე ქვეყანაში სოციალური პროგრამების განსახორციელებლად“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner