logo_geo
eng_logo
შოთა მიქატაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო
- +

5 ოქტომბერი. 2023. 11:22

 

 

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, შოთა მიქატაძის  ქუჩის კეთილმოწყობას განახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოაწესრიგა, გამგეობამ კი გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.

 

სამუშაოების შედეგად  4 000   კვადრატულ მეტრამდე ფართობზე  ასფალტის საფარი შეიცვლება.

 

აღნიშნული პროექტისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 425 000 ლარი დაიხარჯება.

 

სამუშაოების დაწყებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner