გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, შოთა მიქატაძის ქუჩის კეთილმოწყობას განახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოაწესრიგა, გამგეობამ კი გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.
სამუშაოების შედეგად 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი შეიცვლება.
აღნიშნული პროექტისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 425 000 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოების დაწყებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.