logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩემთვის ზვიად გამსახურდია გულანთებული პატრიოტი იყო და რჩება
- +

8 სექტემბერი. 2016. 21:07




საქართველოს ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დიდ პატივსცემს. ამის შესახებ ივანიშვილმა ზუგდიდში მედიასთან შეხვედრისას ისაუბრა.


„მას მე უდიდესს პატივს ვცემ, მასაც და მის ოჯახსაც. მამამისი ჩემი საყვარელი მწერალია, თვითიონაც ძალიან საინტერესო მწერალი გახლდათ. ზვიადის დროს საქართველოში უამრავი პოზიტივი მოხდა. მის დროს მოხდა საქართველოს ყველაზე დიდი აღზნება და გაერთაინება. ის დიდი პატრიოტიზმი, ის დიდი სულისკვეთება რაც უნდა იყოს ჩვენს ხალხში, და დღეს ცოტა მიმქრალია, ზვიადის მმართველობის დროს პიკს მიაღწია. ჩემთვის ის გულანთებული პატრიოტი იყო და დღესაც რჩება. ახალმა ხელისუფლებამ მოახრეხა მის მკვლელობაზე საქმე გადაეტანა არა თვითმკვლეობაზე, არამედ განზრახ მკვლელობაზე და გამოძიება ამ მიმართულებით გრძელდება, რაზეც მე პირადად დიდი ეჭვი გამაჩნია, რომ ის მოკლეს.

 

ზოგადად, თუ რამე მმართველობაზე ვთქვი და ამ კონტექსტში ვახსენე მე დაწყებული ზვიად გამსახურდიიდან დამთავრებული სააკშვილით, რომ ზოგჯერ გამოუცდელობით და გამოუცდელი ხელისუფლება იყო და ამაში სირცხვილი არაფერი არ არის.

 

ჩვენ ჩვენი ქვეყანა მრავალი წელი არ გვიმართავს და 25 წელიწადია მოჯადოებულ წრეზე დავდივართ.

 

სწორედ რომ ზვიად გამსახურდიამ დაიწყო და ყველაზე მეტი გამოუცდელობაც სწორედ იმ დროს ახლდა. მაშინ ყველაზე დიდი აღზავება, სამოქალაქო ომი მივიღეთ და სხვა. მე საერთოდ მას დიდ პატივს ვცემ და უარყოფით კონტექსტში არასდროს არ მოვიხსენიებ. გზადაგზა ჩვენ მივიღეთ ხელისუფლება, რომელსაც მეტი გამოცდილება აქვს, რომელშიც გამსახურდიას დროინდელი გამოცდილებაც მონაწილობს, ისინი პირველი მერცხლები იყვნენ და ქვეყნის მართვა პირველად დაიწყეს", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner