logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: რადიკალები ცდილობენ, არარსებული მოტივებით შეფუთონ საკუთარი პოზიციები
- +

5 ოქტომბერი. 2023. 12:33

 

 

გივი მიქანაძის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი საზოგადოების ინტერესებზე, ადამიანის სიცოცხლის დაცვაზეა ორიენტირებული და არანაირად არ ზღუდავს მშვიდობიანი ფორმით შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარებას.

 

ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი. რადიკალები ცდილობენ. არარსებული მოტივებით შეფუთონ საკუთარი პოზიციები. პროექტი საზოგადოების ინტერესებზე, უფრო მეტ ღირებულებაზეა ორიენტირებული, ადამიანის სიცოცხლის დაცვაზეა ორიენტირებული და არანაირად არ ზღუდავს მშვიდობიან შეკრებასა და მანიფესტაციების ჩატარებას.

 

განხილვისას წარვადგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული წინადადებები, ეუთო/ოდერის შესაბამისი დასკვნები ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკიდან არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება წარმოვადგინეთ“ - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner