„სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ? ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდის დემაგოგია“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც თამარ ჩუგოშვილმა სალომე ზურაბიშვილის შეტყობინება წაიკითხა იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა.
„რა შუაშია? სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არ თქვათ აქ? მართლა არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდის დემაგოგია“, - მიმართა კობახიძემ ჩუგოშვილს.