logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი 500 მილიონით გაიზარდა და ეს არის სწორედ იმ ეკონომიკური ზრდის დამსახურება, რომელიც ქვეყანას აქვს მშვიდობის და სტაბილურობის ხარჯზე
- +

5 ოქტომბერი. 2023. 13:39

 

 

„ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა, მედიასთან 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტზე ისაუბრა.

 

როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, გაზრდილი ბიუჯეტის თანხა, მოხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

 

„საქართველოს ბიუჯეტი 500 მილიონით გაიზარდა და ეს არის სწორედ იმ ეკონომიკური ზრდის დამსახურება, რომელიც ქვეყანას აქვს მშვიდობის და სტაბილურობის ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ ეს დამატებითი ხარჯი წავა ჯანდაცვის მომსახურებაზე, განათლების სფეროზე და ა.შ.. ანუ, ეს მოხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს არის ჩვენი მთავრობის და აღმასრულებელი ხელისუფლების მიღწევა, როგორც ეკონომიკური გუნდის შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედების, ასევე ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების კარგი მუშაობის შედეგი, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება და რომლის გარემოშიც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად განვითარდეს“, - განაცხადა სეფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner