„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას კი სკოლის მოსწავლეებში მომავლის პროფესიებისა და ზუსტი თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებისადმი ინტერესის გაღრმავებას უთმობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი რეგიონის სკოლებში იდეათეკის პროექტს ახორციელებს.
„საქართველოს ბანკის“ იდეათეკა ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს აძლევს წვდომას შემეცნებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე რესურსზე - მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე. ამასთან, იდეათეკაში არსებული STEM-ის კუთხე მოსწავლეებს STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით საბაზისო განათლების მიღების შესაძლებლობით უზრუნველყოფს.
სწორედ ამ მიზნით, წელს „საქართველოს ბანკმა“ სოფელ მუხრანში მდებარე ნიკო ბურის სახელობის საჯარო სკოლაში რიგით მე-17 იდეათეკა გახსნა, რომელიც 900 ბავშვისთვის შექმნის ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობებს.
„საქართველოს ბანკის“, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მთავარი ღირებულება განათლებაა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე, თვითგანვითარებისა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, რაც ხელს შეუწყობს მათში ზოგადი განათლებისა და STEM მეცნიერებების მიმართ ინტერესის როგორც ჩამოყალიბებას, ასევე გაღრმავებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკის“ იდეათეკების პროექტი ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით ხორციელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს იდეათეკები საქართველოს 6 რეგიონის 16 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკმა 7000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნა განათლებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობა.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში, განსაკუთრებით მოწყვლადი მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია. ამიტომ, მიზნად დავისახეთ სწორედ ასეთ სოფლებში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის შეგვექმნა საკუთარი პოტენციალის არა მხოლოდ გამოვლენის, არამედ მისი მაქსიმალურად ათვისების შესაძლებლობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკეთეს მომავალს განათლება ქმნის. ამიტომ, საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.
ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა... სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. „საქართველოს ბანკი“ არ ჩერდება და განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას.