logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი გზავნილი გრანადაში იქნება შემდეგი - საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
- +

5 ოქტომბერი. 2023. 14:34

 

 

ჩვენი მთავარი გზავნილი გრანადაში, რა თქმა უნდა, იქნება შემდეგი - საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მესამე სამიტის გახსნამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა რა საკითხებზე ისაუბრებს ქართული დელეგაცია.

 

მონაწილეობას მივიღებ მრგვალი მაგიდის ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი არის, რომ აღიარება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანამ და ახლა უკვე საჭიროა, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან და ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი.

 

რა თქმა უნდა, განხილვის მთავარი თემა ასევე იქნება გეოპოლიტიკური ვითარება, რეგიონში მიმდინარე ურთულესი ვითარება, ომი უკრაინაში და აქედან გამომდინარე, გამოწვევები ჩვენთვის. ამიტომ, ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი იქნება ჩვენი მონაწილეობა ამ კონფერენციაში“, - განაცხდა პრემიერმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში დღეს იხსნება.

 

ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში ჩაერთვება. ასევე, მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერი გრანადაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner