logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ასლან ბჟანიას განცხადებაზე: შემაშფოთებელი და მძიმეა აღნიშნული გადაწყვეტილება
- +

5 ოქტომბერი. 2023. 15:09

 

 

„აღნიშნული გადაწყვეტილება შემაშფოთებელი და მძიმეა“, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“.

 

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თანამედროვე მსოფლიოსგან აქვს სრული მხარდაჭერა.

 

„არ გავცნობივარ განცხადებას  თუმცა, თუ მართლა ასეა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner