„ორი, ერთი და იგივე შინაარსის პოლიტიკური ფრთა ერთმანეთისგან განსხვავდება იმით, რომ ერთს აფინანსებს კეზერაშვილი და ხელმძღვანელობს ვანო მერაბიშვილი და მეორე ასეთ დაფინანსებას მოკლებულია“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მორიგ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„მელია არ ეგუება დამარცხებას. დამარცხება ხაბეიშვილთან მისთვის არის „ნაცმოძრაობის“ დამთავრების ტოლფასი. გაანალიზეს რა ეს სიტუაცია ხაბეიშვილის ფლანგზე, უფრო სწორად კეზერაშვილმა, გადაწყვიტა, რომ ინტელექტუალური დონე აამაღლოს ხაბეიშვილის ფრთის და შემოიყვანა თამაშში გიორგი ვაშაძე, რომელსაც წაგებული აქვს მერის არჩევნები ნიგერიის მოქალაქესთან. ორი, ერთი და იგივე შინაარსის პოლიტიკური ფრთა ერთმანეთისგან განსხვავდება იმით, რომ ერთს აფინანსებს კეზერაშვილი და ხელმძღვანელობს ვანო მერაბიშვილი და მეორე ასეთ დაფინანსებას მოკლებულია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ. ამჯერად მიზეზი ერთსა და იმავე დღეს სხვადასხვა პარტიული აქტივობის დაგეგმვა გახდა. 7 ოქტომბერს ყოფილი თავმჯდომარე პარტიის წევრებს დაგეგმილ საკონსულტაციო შეხვედრაზე, მოქმედი თავმჯდომარე კი აქციაზე ეპატიჟება.