logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია
- +

5 ოქტომბერი. 2023. 15:42

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია. შესაბამის კითხვას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბათუმში, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას უპასუხა.

 

ეს არასერიოზული შეკითხვაა. იცით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან საკუთარი ნებითა და სურვილით. მეც ვიყავი ბილბორდებზე გამოკრული [ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დროს], მაგრამ 2019 წლიდან იყო გარკვეული მოვლენები, რის გამოც 2021 წლიდან პრეზიდენტი გადაერთო რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგზე “, - განაცხადა კობახიძემ.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა განახლდა. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობს, 3 ოქტომბერს დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner