logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რაც ძალიან მძიმეა
- +

5 ოქტომბერი. 2023. 16:04

 

 

ვფიქრობ, თავიდანვე ნათელი იყო ყველაფერი, თავიდანვე აშკარად იკვეთებოდა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. რა თქმა უნდა, პროცედურა ითვალისწინებს, აუცილებელია, მოხდეს განხილვა, კითხვების დასმა, იყოს პასუხები. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოჩნდა, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რაც ძალიან მძიმე და ცუდია. პრეზიდენტი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პატივს სცემდეს სახელმწიფოს, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და პირველი არღვევს ამ ყველაფერს.

 

იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო გაჟღერებული. დეპუტატების გადასაწყვეტია, იმპიჩმენტთან დაკავშირებით ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერი შესაძლებელია. მათ აქვთ შესაძლებლობა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება იმპიჩმენტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი შესაძლებელია, იმპიჩმენტთან დაკავშირებით არაფერს გამოვრიცხავ“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner