„იმედის კლინიკაში“ გამოვლენილი დარღვევის შესახებ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ სოციალური ქსელით ინფორმაციის გასაჯაროებამ, „იმედის კლინიკის“ სერვისებით მოსარგებლე პაციენტების დაბნეულობა გამოიწვია, რის გამოც გვსურს განვმარტოთ, რომ „იმედის კლინიკა“ შეუფერხებლად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, აგრძელებს თავის საქმიანობას“, - ამის შესახებ „იმედის კლინიკა“ განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობის №385 დადგენილებაში „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” 1 სექტემბრიდან, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ძალაში შევიდა ცვლილებები რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობების შესახებ.
სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით.
შპს „იმედის კლინიკამ“ რომელიც, წლების განმავლობაში კანონის ფარგლებში ახორციელებდა პედიატრიულ რეანიმაციულ და ქირურგიულ საქმიანობას, მიიღო ზომები შესაბამისობაში მოეყვანა სანებართვო პირობები ახალი სტანდარტების მიხედვით და დადგენილ ვადაში მიმართა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განაცხადით ახალი სტანდარტების შესაბამისად ნებართვის დანართების განმეორებით მოპოვებისა და მოზრდილ ბავშვთა რეანიმაციული მომსახურების და გეგმიური პედიატრიული ქირურგიული მომსახურების განხორციელების მიზნით.
სექტემბრის თვეში ჩვენივე განაცხადის საფუძველზე შემოწმებულ იქნა რეგულირების სააგენტოს მიერ „ქირურგიული მომსახურება“ და „რეანიმაციული მომსახურება“ პედიატრიული მიმართულებით.
შემოწმების აქტით გამოვლენილი რამდენიმე ტექნიკური ხარვეზის გამო, როგორიცაა 112-ის დასკვნა საევაკუაციო გასასვლელზე, ან/და გასახდელი საოპერაციო ბლოკში და ა.შ, ამავე სააგენტოს 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით „იმედის კლინიკას“ უარი ეთქვა სტაციონარული დაწესებულების ნებართვის დანართების „რეანიმაციული მომსახურება“ „ქირურგიული მომსახურება“ გაცემაზე. „იმედის კლინიკას“ ბრძანება ჩაბარდა 25.09.2023 წელს.
აღნიშნული ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებაზე კლინიკაში დაიწყო აქტიური სამუშაოები. მიუხედავად ამისა, გაუგებრობის გამო, რადგანაც პაციენტები არ ითხოვდნენ DRJ დაფინანსებას და მათ ინტერესში შედიოდა სამედიცინო მომსახურების მიღება „იმედის კლინიკაში“, 02.10.2023 წელს ჩატარდა 2 გეგმიური ქირურგიული ოპერაცია, რომელიც იმ დღესვე გამოავლინა რეგულირების სააგენტომ შემოწმების შედეგად.
აღნიშნული ფაქტი შედგენილი აქტით შეფასებულია „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 44-2 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 20 000 ლარის ოდენობით.
სამედიცინო მომსახურება გაწეულ იქნა იმ სანებართვო პირობების ფარგლებში, რომელსაც არეგულირებდა კანონი 2023 წლის 1 სექტემბრამდე დადგენილი სანებართვო პირობებით.
პაციენტები დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ჯანმრთელები გაეწერნენ კლინიკიდან, სამედიცინო მომსახურება გაწეულ იქნა დიპლომირებული, სერტიფიცირებული სამედიცინო პერსონალის მიერ.
„იმედის კლინიკაში“ გამოვლენილი დარღვევის შესახებ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ სოციალური ქსელით ინფორმაციის გასაჯაროებამ, „იმედის კლინიკის“ სერვისებით მოსარგებლე პაციენტების დაბნეულობა გამოიწვია, რის გამოც გვსურს განვმარტოთ, რომ „იმედის კლინიკა“ შეუფერხებლად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, აგრძელებს თავის საქმიანობას როგორიც არის:
„იმედის კლინიკა“ და მისი კვალიფიციური პერსონალი სრულ პასუხისმგებლობას იღებს როგორც პაციენტების წინაშე გაწეულ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებაზე, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე, სახელმწიფოს წინაშე ნებისმიერი თანამედროვე სტანდარტების დაძლევის პროცესში დაშვებულ და გამოსასწორებელ ხარვეზებზეც“, - აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.