„ახალი „ესიჯბოქსი“ იბადება - პარლამენტარებს, აპარატის თანამშრომლებს, პრეზიდენტს უკრძალავენ გამარჯობის თქმას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სესიაზე შინაგანაწესზე საუბრისას განაცხადა.
„ახალი „მესიჯბოქსი“ იბადება - პარლამენტარებს, აპარატის თანამშრომლებს, პრეზიდენტს უკრძალავენ გამარჯობის თქმას. დაიმახსოვრეთ, ეს ახალი „მესიჯბოქსი“ იქნება. საკონსტიტუციო სასამართლოში სტატუსისა და უფლებამოსილების ერთმანეთისგან ვერ განსხვავებაც ამით მართლდება. პრეზიდენტს უკრძალავენ გამარჯვების თქმას. ახლა აპარატის თანამშრომლები უკრძალავენ გამარჯვების თქმას - ამას მისდევენ.
თუ თქვენ, ბატონო დავით, ცვლილებები სწორად გაიგეთ და უბრალოდ იმას ითხოვთ, რომ დავაზუსტოთო, სწორი ინტერპრეტაციაც არის ერთგვარი გადაწყვეტა სამართლებრივი კაზუსის და მოდით, სწორი სამართლებრივი ინტერპრეტაცია მივცეთ და ანა მასწავლებელი ნუ შეიყვანს შეცდომაში ხალხს“, - მიმართა მდინარაძემ დავით უსუფაშვილს.
რა წესით მოუწევს პარლამენტის აპარატის წევრს ჟურნალისტებისთვის კომენტარის გაკეთება, ამ საკითხზე დღეს სესიაზე პარლამენტარებმა თავიანთი შენიშვნები გამოთქვეს. შინაგანაწესის ახალი წესის შესახებ განმარტება სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.