logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ამ სამმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ ლოგიკური მხოლოდ ერთი შინაარსის გადაწყვეტილება იქნება და ოფიციალურად დადასტურდება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა
- +

5 ოქტომბერი. 2023. 17:48

 

 

რატი იონათამიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეაფასა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების საკუთარ პროფესიონალურ რეპუტაციას ზიანს აყენებენ.

 

ამ სამმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ ლოგიკური მხოლოდ ერთი შინაარსის გადაწყვეტილება იქნება და ოფიციალურად დადასტურდება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა. ზუსტად ეს ჩანს პრეზიდენტის წარმომადგენლების ოპონირებით საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლებიც საკუთარ პროფესიულ რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ“, - აცხადებს იონათამიშვილი.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობს, 3 ოქტომბერს დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner