logo_geo
eng_logo
ზუგდიდში, ფოთში, წყალტუბოსა და ქუთაისში დევნილებისთვის შესაძლოა, 3-სართულიანი სახლები აშენდეს
- +

8 სექტემბერი. 2016. 22:27


 

„მე მგონი გადაცდომაა, რომ დევნილებს ასი ათას ბინას ვპირდებოდი, თუმცა სურვილი დიდი გამაჩნია, რომ დევნილები რაც შეიძლება სწრაფად დაკმაყოფილდნენ",-  ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში მედიასთან შეხვედრაზე დასმული კითხვას,  სადაც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ სამეგრელოში ივანიშვილი დევნილებს ასი ათას ბინას პირდებოდა.


მისივე თქმით, ბიუჯეტში დევნილებისთვის თანხა გაიზარდა და სხვადასხვა ქალაქებში მათთვის სახლების მშენებლობაა დაგეგმილი.


სამეგრელოში სიტუაცია ნამდვილად მძიმეა, ახალი ხელისუფლება ბევრს აკეთებს ამისთვის, ათასზე მეტმა დევნილმა მიიღო ბინა, 400 უყიდეს და სახლების გამოსყიდვაში დაეხმარნენ, 4 ათასს დაუსაკუთრეს. ის შეურაცხყოფა, რომ ასახლებდნენ და ნიღბიანი ხალხი ყრიდა სახლებიდან  აღარ არის. ახლა შენდება 26 კორპუსი, ეს გარდატეხავს ამ პრობლემას, ბიუჯეტში 24 მილიონი ჰქონდათ და დღეს 84 მილიონია, ეს ტენდენცია იზრდება. ის როდესაც გაუაზრებელი ომი მოახვიეს, ჩვენი მეგობრებისგან გამოყოფილი 4 მილიარდიდან მეხუთედი რომ მიემართანაციონალურ მოძრაობას" დევნილების დასახმარებლად, ეს პრობლემა აღარ იქნებოდა. დონორებთან მიდის მოლაპარაკება. ზუგდიდში, ფოთში, წყალტუბოში და ქუთაისში შეიძლება აშენდეს სამ სართულიანი სახლები, მზის ენერგიაზე იქნება საუბარი. ასევე არის მარნეულსა და კრწანისში სხვა ტიპის პროექტები დაგეგმილი"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner