logo_geo
eng_logo
ხარკოვის ოლქში რაკეტა მაღაზიას მოხვდა - დაიღუპა 50 ადამიანი
- +

5 ოქტომბერი. 2023. 18:36

 

 

ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რაკეტა სასურსათო მაღაზიას მოხდა. დაიღუპა სულ მცირე 50 ადამიანი. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

 

დაჭრილია 6 ადამიანი, აქედან 1 ბავშვია. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინელთა წინააღმდეგ მიზანმიმართულ ტერორს ახორციელებს. მისი თქმით, ყველა, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა.

 

„ვინც აქამდე რუსეთს ეხმარება, ეხმარება ბოროტებას. ეს და მსგავსი ტერაქტები რუსეთს მხოლოდ ერთი რამისთვის სჭირდება - მას სურს ეს გენოციდური აგრესია მთელი მსოფლიოსთვის ნორმა გახადოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს აუცილებლად სათანადო პასუხს გასცემს.

 

https://www.unian.net/war/rossiya-udarila-raketoy-po-magazinu-na-harkovshchine-izvestno-o-50-pogibshih-foto-12415989.html

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner