logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მთავრობას ყველანაირი მიზეზი ჰქონდა, უარი ეთქვა პრეზიდენტისთვის - ის პირდაპირ დაუპირისპირდა იმ პროცესს, რომელსაც მთავრობა წარმართავს კანდიდატის სტატუსის მისაღებად
- +

5 ოქტომბერი. 2023. 18:58

 

 

“მთავრობას ყველანაირი მიზეზი ჰქონდა, უარი ეთქვა პრეზიდენტისთვის, მათ შორის იმ განცხადებების გამო, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაკეთდა”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

 

ის პირდაპირ დაუპირისპირდა იმ პროცესს, რომელსაც მთავრობა წარმართავს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს 12 პრიორიტეტს, რა თქმა უნდა ეს არის პირდაპირი დაპირისპირება მთავრობის მიზანთან - მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner