logo_geo
eng_logo
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: უკრაინის იარაღით მომარაგების მხარდაჭერა ამერიკელებს შორის იკლებს
- +

5 ოქტომბერი. 2023. 19:22

აუკრაინის იარაღით მომარაგების მხარდაჭერა ამერიკელებს შორის იკლებს. აღნიშნულს Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

 

 

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ გამოკითხვის შედეგები გამაფრთხილებელი სიგნალია უკრაინისთვის, რომელიც დიდწილად ეყრდნობა ამერიკულ იარაღს რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

 

ორდღიანმა გამოკითხვამ, რომელიც ოთხშაბათს დასრულდა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 41% ეთანხმება განცხადებას, რომ ვაშინგტონმა „იარაღი უნდა მიაწოდოს უკრაინას“, 35% არ ეთანხმება, ხოლო დანარჩენებს პასუხი არ ჰქონდათ.

 

 

Reuters/Ipsos-ის მაისის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 46%-მა მხარი დაუჭირა იარაღის გაგზავნას, 29% წინააღმდეგი იყო, ხოლო დანარჩენებს პასუხი არ ჰქონდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner