აუკრაინის იარაღით მომარაგების მხარდაჭერა ამერიკელებს შორის იკლებს. აღნიშნულს Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ გამოკითხვის შედეგები გამაფრთხილებელი სიგნალია უკრაინისთვის, რომელიც დიდწილად ეყრდნობა ამერიკულ იარაღს რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ორდღიანმა გამოკითხვამ, რომელიც ოთხშაბათს დასრულდა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 41% ეთანხმება განცხადებას, რომ ვაშინგტონმა „იარაღი უნდა მიაწოდოს უკრაინას“, 35% არ ეთანხმება, ხოლო დანარჩენებს პასუხი არ ჰქონდათ.
Reuters/Ipsos-ის მაისის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 46%-მა მხარი დაუჭირა იარაღის გაგზავნას, 29% წინააღმდეგი იყო, ხოლო დანარჩენებს პასუხი არ ჰქონდათ.