logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანი არ არის ანგარიშსწორება, ჩვენი მიზანია კონსტიტუციის დაცვა
- +

5 ოქტომბერი. 2023. 19:26

"რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ არის ანგარიშსწორება, ჩვენი მიზანია კონსტიტუციის დაცვა, მითუმეტეს, ერთი წელი აქვს დარჩენილი პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე. საერთოდ არ არის რელევანტური ჩვენთვის ეს საკითხი. ჩვენთვის მთავარია, ურყევად იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუცია," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, სასამართლოს სწორმა გადაწყვეტილებამ უნდა შეუნარჩუნოს ქვეყანას კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა.

 

 

„ასევე თქვენ მინდა მოგმართოთ პატივცემულო მოსამართლეებო, რეალურად თქვენ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული საქართველოს დარჩება კონსტიტუცია, თუ - არა. ამ დონეზე დგას საკითხი და თქვენ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული საქართველო დარჩება საპარლამენტო რესპუბლიკად თუ გადაიქცევა გაურკვეველ ჰიბრიდულ სისტემად. თუ გავყვებით იმ ლოგიკას, რომ 49-ე მუხლი ადგენს უფლებამოსილებებს, სრულ ქაოსზე გადაგვყავს სისტემა, რაც რა თქმა უნდა, დაუშვებელია, ამიტომ არ გჭირდება ჩემი მხრიდან პასუხისმგებლობის შეხსენება, მაგრამ მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ამ თვალსაზრისით სასამართლოს სწორმა გადაწყვეტილებამ უნდა შეუნარჩუნოს ქვეყანას კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც ამ კონსტიტუციით არის დადგენილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. დღეს პროცედურულად მხარეებს პაექრობის საშუალება აქვთ და ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ, ამის შემდეგ ისინი სასამართლოს დასკვნითი, შემაჯამებელი სიტყვით მიმართავენ და პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობს, 3 ოქტომბერს დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner