"მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, რომლებსაც მიღწეულ პროგრესზე ინფორმაცია მივაწოდე და მათგან მივიღე დასტური, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ევროპელ ლიდერებს ასევე ვუთხარი, რომ თუ ქვეყანა სტატუს არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და დაუმსახურებელი, მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ. ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი თუნდაც იგივე რუსეთისთვის და ზოგადად რეგიონისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.