"პრეზიდენტმა იცოდა, რომ მას სჭირდებოდა თანხმობა ვიზიტების განხორციელებაზე, მიმართა მთავრობას ვერ მიიღო მთავრობისგან თანხმობა, მაგრამ მაინც განახორციელა ვიზიტები. რაც შეეხება პრეზიდენტის წარმომადგენლების დასკვნით სიტყვას, მათ 80% საუბარი ჰქონდათ პოლიტიკაზეა, მათ შორის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მათ ჰქონდათ სამართლებრივად უსუსტესი პოზიციები, არავითარი არგუმენტები და მთლიანად პოლიტიკურში იყო გადატანილი მათი დასკვნები. ყველაფერი ნათელია - პრეზიდენტის მხრიდან დაირღვა კონსტიტუცია. სალომე ზურაბიშვილი პრინციპულად ახორციელებს საბოტაჟს“, - აღნიშნა კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება.