logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: აუცილებელია და ვერ წარმომიდგენია ჩვენი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის, გაერთიანების გარეშე. ჩვენ უბრალოდ ვერ ვიქნებით სრულყოფილნი, ვერ შევდგებით, როგორც ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო
- +

5 ოქტომბერი. 2023. 20:17

"აბსოლუტურად, ძალიან სწორი შეკითხვაა და სწორი აქცენტი გაქვთ დასმული. ნამდვილად, როდესაც მე ვესაუბრები ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, მათ ვეუბნები, რომ სტატუსი კიდევ უფრო მეტად მომხიბვლელს გახდის ჩვენთან ერთად თანაცხოვრებას, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის და დებისთვის, "- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა, რამდენად აქვთ პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გაცნობიერებული ის, რომ კანდიდატის სტატუსი შესაძლებელია იყოს კიდევ ერთი მომხიბვლელობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაწილში.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის, გაერთიანების გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით სრულყოფილნი, ვერ შევდგებით, როგორც ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო.

 

 

„მე უბრალოდ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ აფხაზებმა და ოსებმა ჩვენს გარეშე გააგრძელონ განვითარება. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რამხელა პრობლემების წინაშე არიან ისინი. ამ დროს ისინი უყურებენ, რამხელა პროგრესი აქვს, ასეთ მოკლე პერიოდში, საქართველოს, მთლიანად ჩვენს, ასე ვთქვათ, კონტროლირებად ტერიტორიაზე. აუცილებელია და მე ვერ წარმომიდგენია ჩვენი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის, გაერთიანების გარეშე. ჩვენ უბრალოდ ვერ ვიქნებით სრულყოფილნი, ვერ შევდგებით, როგორც ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო. ამიტომ, ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალის, ყველა ჩვენი მოქალაქის მთავარი მიზანი. ეს მინდა ვთქვა და ამიტომ, ჩვენ ამ მიზნისკენ მივდივართ გეგმაზომიერად, ყოველი ჩვენი ნაბიჯი, ყოველი ჩვენი პრაგმატული, გააზრებული, გონიერი მოქმედება და ნაბიჯი გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან.

 


მე ისიც მინდა ვთქვა, წარმოვიდგინოთ, რომ დღეს ქვეყანა გაერთიანდეს, ჩვენ ხომ ვიცით, საერთოდ, სრულიად სხვანაირი ქვეყანა ვიქნებით ავტომატურად, იმავე წუთს, იმავე წამს გავხდებით სხვანაირი ქვეყანა, სხვანაირი მომხიბვლელობა შეეძინება საქართველოს. ჩვენ შეიძლება გავხდეთ ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანა მთელს მსოფლიოში, არათუ რეგიონში. ეს მინდა რომ გაიაზროს კარგად ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა და დებმა. ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა სწორედ ამისკენ არის მიმართული. ჩვენ არავისთან არ გვინდა, არც ომი, არც კონფლიქტი, არც არავითარი დაპირისპირება. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან, ძლიერ საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner